სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ექსპრეზიდენტის მდგომარეობით შეშფოთებულია.

როგორც ევგენი გრუშოვეცმა დღეს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ის მიხეილი, რომელიც უკრაინაში ნახა და მიხეილი, რომელიც ახლა ჰოსპიტალშია, სხვადასხვა ადამიანები არიან. ადვოკატი არაა დარწმუნებული, რომ მსჯავრდებული საკუთარი თავის სწორად და ხარისხიანად დაცვას შეძლებს. მიხეილ სააკაშვილი დღესვე ჰოსპიტალში დედამ მოინახულა. გიული ალასანია აცხადებს, რომ შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აშფოთებს. ალასანიას განცხადებით, ყველამ ერთად უნდა მოახერხოს მისი გათავისუფლება, რადგან სამხედრო ჰოსპიტალში მისი მკურნალობა შეუძლებელია. სააკაშვილის დედამ ასევე ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა, და მიუღებლად შეაფასა მოსაზრება, რომ ექსპრეზიდენტის 50-დღიანმა შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა.