სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დღის ბოლოს შეუძლოდ გახდა. მისი უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა გონება მასთან და ნიკა გვარამიასთან შეხვედრის დროს დაკარგა და ის შეხვედრების ოთახიდან საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მე-18 დაწესებულების რეანიმატოლოგმა. ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.