სააკაშვილის გზავნილები ვარშავიდან

მიხეილ სააკაშვილის ახალი გზავნილები პოლონეთიდან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის რიტორიკა და მიმართვის შინაარსი ამჯერად რადიკალურად განსხვავდება იმ მიდგომებისა და ინიციატივებისგან, რომლითაც ის ქვეყნის მართვის დროს გამოდიოდა. ვარშავაში გამართულ შეხვედრას, სადაც ვიდეორგოლია ჩაწერილი, სააკაშვილის თანაგუნდელებიც ესწრებოდნენ.

პოლონეთის დედაქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იყვნენ ჩასულები, თუმცა, არასრული შემადგენლობით. მათ შორის არც პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ყოფილა. „ვარშავის გეგმა“ – ასე დაარქვა ექსპრეზიდენტმა საქართველოს გადარჩენისა და წყვდიადიდან გამოყვანის მისეულ ხუთნაბიჯიან ხედვას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ექსპრეზიდენტი მოსახლეობას რეფორმების გატარებას, მცირე მთავრობის კონცეფციასა და ციხეების დახურვას ჰპირდება. ულოვანი ტოლერანტობიდან ციხეების დახურვამდე“სალომე ქოქიაშვილი მუშაობდა თემაზე.