სააკაშვილის გზავნილი ტურისტულ სექტორს

ჯღანები და გაძვალტყავებულები – ამ ეპითეტებით მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულ დაბალშემოსავლიან ტურისტებს მოიხსენიებს.

ყოფილი პრეზიდენტი ტურიზმის სფეროში ხელისუფლების სტრატეგიას აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ქვეყანას ახლა მაღალშემოსავლიანი ტურისტების, მათ შორის მდიდარი შეიხების ჩამოსვლა სჭირდება.

სოციალური ქსელით გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვას და ვიზიტორების ეთნიკური ნიშნით შერჩევის მოწოდებას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტატისტიკურ მონაცემებს უპირისპირებს.

ყოფილი პრეზიდენტის რეზონანსულ განცხადებას პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა, მათ შორის პრემიერისგან.