სააკაშვილის გზავნილი - შეფასებები  

საქართველოში დაბრუნების შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებები დილიდან ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ოპოზიციაში ექს-პრეზიდენტის აქტივობაზე განსხვავებული კომენტარები კეთდება. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილს აკრიტიკებს, ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი აქტივობით არ უნდა გადაიფაროს ხვალინდელი არჩევნების მნიშვნელობა. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის არ სჯერათ „ქართულ ოცნებაში“.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილი აბუჩად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს, თავად კი უკრაინაში იმყოფება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ფეისბუქში“ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ნეგატიურად აფასებს სახელმწიფოს მოქმედი პირველი პირი სალომე ზურაბიშვილი.

უფრო დაწვრილებით პოლიტიკურ შეფასებებს თეონა მანაგაძე გაგვაცნობს.