სააკაშვილის გეგმა ოპოზიციისთვის და ურთიერთბრალდებები  

მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ.

ექს-პრეზიდენტი მისი მთავრობის დროინდელ პრემიერს და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მის და პარტიის წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. 2013 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე, რღვევაზე და პარტიიდან წევრების გადინებაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი პავლე კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს აკისრებს. ექს-პრეზიდენტი ორივე მათგანს ხელისუფლების დაკვეთით მოქმედ და მათთან გარიგებულ პირებად მიიჩნევს. ტონი განსაკუთრებით მწვავეა გილაურის მისამართით, რომელსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გაერთიანების წინააღმდეგ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებაში სდებს ბრალს. ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კრიტიკასთან ერთად განცხადების მთავარი გზავნილი ოპოზიციის გაერთიანებაა. ყოფილი პრეზიდენტი ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლისკენ და ერთობისკენ მოუწოდებს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, აქვს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ოპოზიციური გაერთიანების ფორმირებას რაიმე პერსპექტივა.