სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი თბილისში

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი გახსნა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული შტაბი იქნება თბილისის ცენტრალური ოფისიც, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის შტაბში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც ჩართვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერს შეეძლება. მისი განცხადებით, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება.