სააკაშვილის განცხადებები და არჩევნები 2020 

მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებმა ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი დისონანსი შეიტანა.

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდან წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურ მონაწილეობას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფართო საზოგადოებრივი კოალიციის ჩამოყალიბებას აანონსებს. თუ „ლეიბორისტების“ ოფისში შექმნილი ოპოზიციური ფორმატის მონაწილეთა მთავარი შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნა იყო, ექს-პრეზიდენტმა ინტერვიუში ამ გეგმისგან გასხვავებული გზავნილები გააჟღერა. „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“, – ეს იყო მთავარი გზავნილი უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის, რომელიც  მხოლოდ საკუთარი პარტიის გამარჯვებაშია დარწმუნებული.