მიხეილ სააკაშვილის განცხადებით გამოძიება ინტერესდება.
საუბარია ტელე-კომპანია „მთავარისთვის“ მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ივნისის მოვლენებს იხსენებს და იყენებს სიტყვა „დამხობას“. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების დამხობის მცდელობას ორგანიზებას სწორედ სააკაშვილი უწევდა.
ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გუშინდელი გამოსვლა აღიარებით ჩვენებად შეფასდა მმართველ გუნდშიც. გამოძიება ახლა ადგენს, აქვს თუ არა სააკაშვილს კავშირი შვიდი თვის წინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან, რომელზეც ძიება ხელისუფლების დამხობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს.