სააკაშვილის განცხადება – შეფასებები

18:25, 20.10.2026

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და მის გარშემო გაერთიანებას, კიდევ ერთხელ სთავაზობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში სააკაშვილი წერს, რომ ლიტვაში IRI-ს მოწყობილ კონფერენციაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ ოპოზიციის ერთადერთი შანსი, სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებაა, რაც მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს. აღნიშნული, ყოფილი პრეზიდენტისთვის მიუღებელია და მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მხარდამჭერები სწორედ მასთან დაპირისპირების გამო დაკარგა და დრო მოვიდა რეალობას თვალი გაუსწორონ. სააკაშვილის პოზიციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ იზიარებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის გათვალისწინებით, მის გარშემო ოპოზიციის  გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. მმართველ გუნდში კი – ფიქრობენ, რომ ოპოზიცია, მათ შორის სააკაშვილის პერსონის გამო განულებულია, მხოლოდ გარე აქტორების დღის წესრიგით მოქმედებენ და ერთად და ცალ-ცალკე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

მსგავსი