სააკაშვილის განცხადება - შეფასებები

რეზონანსული აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი განცხადება.

ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ მმართველობაზე საუბრისას თქვა, რომ ქვეყანაში ნორვეგიული ტიპის ციხის მშენებლობას აპირებდა, თუმცა გეგმის რეალობად ქცევაში და რეფორმის ბოლომდე მიყვანაში ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შეუშალა. ექს-პრეზიდენტის ეს გამოსვლა განსაკუთრებით მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა იმ ათეულობით ადამიანისთვის, რომელთა ოჯახის წევრები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის და სასტიკი წამების მსხვერპლი გახდნენ.