სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. პარტია „გირჩი“ მიიჩნევს, რომ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფნა შეთანხმებული იყო ევროპელ პარტნიორებთან და ეს შეთანხმება დაირღვა. პარტია „ლელოში“ კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში უსაფრთხოება დაცული არ არის და მთავარი ფოკუსი ახლა ხელისუფლების ცვლილებაზე უნდა გაკეთდეს.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ექიმების დასკვნის საფუძველზე, სააკაშვილი მზად იყო პენიტენციურ დაწესებულებაში დასაბრუნებლად.