სააკაშვილის განცხადება – გამოხმაურება

18:19, 13.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. ყოფილი პრეზიდენტი თანაგუნდელებს აკრიტიკებს და მათ პროცესზე წარმოდგენილ არგუმენტებს უწუნებს. „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“ – წერს სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის განცხადებას, მისსავე პარტიაში პასუხობენ.

მსგავსი