სააკაშვილის განცხადება და შეფასებები

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ციხეში ბრუნდება, წინა ხელისულების კიდევ ერთი ექს-მაღალი თანამდებობის პირი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.

ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინიდან უკვე მისცა რჩევები და დასვენება ურჩია. რეკომენდაციებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის კრიტიკასაც არ მორიდებია.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ბოლო ინტერვიუმ ოპოზიციაში ნეგატიური რეაქციები გამოიწვია. ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის უკმაყოფილება მოჰყვა ინტერვიუს იმ ნაწილსაც, სადაც ექს-პრეზიდენტმა პირადი შტაბის გახსნა დააანონსა.