სააკაშვილის განცხადება და შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აფასებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება სააკაშვილისგან, დაბრუნების მეშვიდე ანონსია, რაც მხოლოდ განცხადებად რჩება. ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ამ სიტყვებს პოლარიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

შეგახსენებთ, გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს ის საქართველოში იქნება.