სააკაშვილის განცხადება და შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ისევ მოდის. ზუსტი თარიღი არც ამჯერად კონკრეტდება, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი პირობას დებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე აქ იქნება. საკუთარი სამოქმედო გეგმის შესახებ, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს. მოახლოებული არჩევნები მისთვის რეფერენდუმია და მასში მონაწილეობისკენ ემიგრანტებსაც მოუწოდებს. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, ორ მათგანზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია, თუმცა, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ამბობს, რომ დაკავების არ ეშინია. „თუ ძალადობაზე გადავიდნენ, ხელი უნდა შევუბრუნოთ“- ასეთია ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უკრაინიდან. იქნება თუ არა საქართველოში დაბრუნების დაპირება ამჯერად მაინც რეალური იმ ფონზე, რომ მანამდე ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული ყველა განცხადება განცხადებად დარჩა.

სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს მიხეილ სააკაშვილის გეგმას და გვეტყვის, რა რეაქციები მოჰყვა მას გუნდში, დანარჩენ ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში.