სააკაშვილის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

მორიგი ცრუ დაპირება თუ რეალური გეგმა – არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლის კიდევ ერთ დაანონსებას პოზიტიურად მხოლოდ მის პარტიაში ხვდებიან. რვა წლის შემდეგ დაბრუნების შემთხვევაში, მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტს მართლმსაჯულების აღსრულებასა და საზღვარზევე დაკავებას ჰპირდება.

უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობისთვის მზადების ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წინა ანონსების მსგავსად, გუშინდელი განცხადებაც მხოლოდ განცხადებად დარჩება.

ცალსახად ნეგატიურია ოპოზიციის უდიდესი ნაწილის რეაქცია. ოპოზიციური პარტიების აზრით, ჩამოსვლის გზავნილებით ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დანარჩენ ოპოზიციას საარჩევნო მიზნის მიღწევაში ხელს უშლის, მმართველ გუნდს კი ეხმარება.

დატოვე კომენტარი