სააკაშვილის განცხადება და გამოხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრის შემდეგ, მწვავე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა და შეერთებული შტატები გააკრიტიკა. აღნიშნულს შეფასებები უკვე მოჰყვა თბილიში, როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდშიც.