სააკაშვილის განცხადება

გახდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

სავარაუდოდ ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე.  ვაშაძე სასურველ კანდიდატად მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას დაასახელა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილზე სჭირდება ლიდერი.

თავად გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა განაცხადა, რომ ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს მოხდება თუ არა მისი თავმჯდომარედ არჩევა.