მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიის კონსოლიდაციას მოახდენს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად დაბრუნებას ნიშნავს.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს რეალურად პოლიტიკური საქმიანობა არც აქამდე შეუწყვეტია.
შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ იზოლაციის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართვის ფარგლებში, ის დღეიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში იწყებს კომუნიკაციას საკუთარ მხარდამჭერებთან.