სააკაშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმითა და გეგმებით აპირებს ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური აქტიურობის შესახებ გუშინ დააანონსა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის გარუსების მცდელობა აშკარაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინულთან ერთად, ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს. ამასთან, კიდევ ერთი წერილით მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მის ამ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.