სააკაშვილის გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა, – ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვას სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ. თემაზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ იზოლაციის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართვის ფარგლებში, ის დღეიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში იწყებს კომუნიკაციას საკუთარ მხარდამჭერებთან.