სააკაშვილის ფაქტორი ქართულ ოპოზიციაში

რჩება თუ არა პოლიტიკურ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა – თუ ბოლო თვეებში გაკეთებულ განცხადებებს გადავხედავთ, ფაქტია, რომ ოპოზიციური სპექტრი ძირითადად სასჯელისგან გათავისუფლების ჰუმანიტარულ ასპექტებზე აპელირებს, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე კი ამ მოთხოვნის აფიშირებისგანაც თავს იკავებს.

თავად ექს-პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული პოლიტიკისგან დისტანცირების სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, სოციალურ ქსელში ძირითადად უკრაინასთან დაკავშირებულ თემებზე წერს. მისი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი კი, სწორედ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების თემაზე პასიურობის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიმართ პრეტენზიებს და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში და ცდილობს თუ არა ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკური გავლენებისგან დისტანცირებას.