ინტერნეტში პოლიციის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
მასალაში ჩანს, როგორ ადებენ მიხეილ სააკაშვილს ხელბორკილებს. ვიდეოზე აღბეჭდილია საცხოვრებელი ბინის ერთ ოთახში, სავარაუდოდ სამზარეულოში მიმდინარე პროცესი. ვიდეოს ხანგრძლივობა 20 წამია.