სააკაშვილის ბრალი

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის განცხადებით, განაჩენი უსამართლოა და სასამართლომ ნინო ბურჯანაძის ჩვენება გაითვალისწინა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილმა თავად მოუყვა, თუ როგორ გასცა ბრძანება ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებებს ეხმაურება ნინო ბურჯანაძე და აცხადებს, რომ სააკაშვილი რაც ნაკლებს ილაპარაკებს, მით ნაკლებ სისულელეს იტყვის.

ამ განცხადებებს შეფასებები მოყვა პარლამენტშიც.