სააკაშვილის ბანერი და ინციდენტი ევროპის მარშზე - შეფასებები

კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპის დღისადმი მიძღვნილ მარშზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ვის რა ფორმუთ უნდა პროტესტის გამოხატვა. გახარიას თანაგუნდელები კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია.