ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებული წერილი, რომელიც აქციებზე დაკავებული პირების ნაწილს ეკუთვნოდა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. წერილის ერთი ფრაგმენტი ეხებოდა აქციებზე მიხეილ სააკაშვილის გამოსახულების ბანერების განთავსებას.
პატიმრების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრების მხრიდან, მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მიუღებელია და აქციების პათოსში დისონანსი შეაქვს.