სააკაშვილის აღიარება – ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში 

21:10, 01.07.2026

ოპოზიციურ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა კიდევ უფრო საეჭვო ხდება.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციაზე თავდასხმებს არ წყვეტს. ყოფილი თანაგუნდელების მისამართით კრიტიკა მწვავდება. ბრალდების მთავარი ხაზია ძმებ გილაურების დახმარებით ხელისუფლებასთან გარიგება, ერთიანი საარჩევნო სიის ნაცვლად ცალკე კოალიციის შექმნა, ერთობის რღვევა და სანაცვლოდ წინასაარჩევნოდ სოლიდური ფინანსების მიღება. ნიკა გილაურს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს პრემიერის პოსტს იკავებდა, ექს-პრეზიდენტი ძმასთან ერთად დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლად მოიხსენიებს. კოალიციის ლიდერებს ბრალდებებზე თავის მართლება უწევთ. გვარამია-მელიას შემდეგ ეს მისია დღეს ელენე ხოშტარიამ აიღო საკუთარ თავზე. მარტში შექმნილი ოპოზიციური ალიანსის წევრებთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების და სამოქმედო ხედვებში მკვეთრი სხვაობის ფონზე ექს-პრეზიდენტს შიდა პარტიული პრობლემებიც აქვს მოსაგვარებელი. სააკაშვილი დეტალურად საუბრობს, თუ რატომ ჩაანაცვლეს თავის დროზე ხაბეიშვილი ბოკუჩავათი და რატომ არის ახლა თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი