სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა

თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა. ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პეტრო პოროშენკოს მიერ ჩამორთმეული მოქალაქეობა მას შემდეგ აღუდგინა, რაც ამ თხოვნით მას თავად სააკაშვილმა მიმართა. თუმცა ზელენსკის მხრიდან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მისი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. მისი პარტია რადას ვადამდელ არჩევნებშიც გეგმავს მონაწილეობას. ზელენსკის ნაბიჯი უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი თბილისში. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება.