სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას უბრუნდება – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:12, 19.06.2023

ოპოზიციის ნაწილს მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება წარუმატებელ ნაბიჯად მიაჩნია. „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, ყოფილ პრეზიდენტს საზოგადოებისთვის ჯერ ბოდიში არ მოუხდია. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მისი განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ ხელს უწყობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება იძულებითი ნაბიჯია.

მსგავსი