სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელის დარჩენილ ვადას ციხეში მოიხდის. პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, მსჯავრდებული სააკაშვილი გუშინ კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში პაციენტის დაბრუნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე