სააკაშვილი ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ნევროლოგის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ანალოგიურ დასკვნას აკეთებს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის შემდეგ, როდესაც კონსილიუმმა კლინიკაში ბოლო ვიზიტი განახორციელა, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და მას წონაში კლება აღენიშნება. კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ახლანდელ მდგომარეობაზე დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.