სააკაშვილი-ჯანაშიას ბრალდების საქმე

მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსის ჩვენება მოისმინა.

ზურა დარჩიაშვილს ჰკითხეს, როდის შეიტყო ყოფილი პრეზიდენტის განკარგულების შესახებ, რომლითაც პრეზიდენტის გარკვეული ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დაიფარებოდა და ასევე, რა ხარჯებზე იყო საუბარი.

პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, პრეზიდენტის განკარგულებაში საუბარი იყო იმ ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც არ იყო წინასწარ გაწერილი პროტოკოლში. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ხარჯები სახელმწიფო დაცვის სამსახურის მხრიდან მას შემდეგაც გაიცემოდა, რაც სამსახურს აღარ ხელმძღვანელობდა თემურ ჯანაშია.