მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ გიული ალასანია მივიდა. სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე ის ამერიკელ ექიმს გაესაუბრა, რომელიც სპეციალურად სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად შტატებიდან კიდევ ერთ ექიმ, ჯეიმს კობთან ერთად ჩამოვიდა. მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს გადაადგილება უჭირს და ვერც საკვებს იღებს.
ამერიკელი ექიმები სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ და საჭირო კვლევების ჩამონათვალს კლინიკა „ვივამედს“ მიაწოდებენ.