მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ ამერიკელმა ადვოკატმა მოინახულა. ისაუბრეს მის ჯანმრთელობასა და სამართლებრივ საკითხებზე. ინტერესების დამცველი საბოლოოდ წარმოადგენს დასკვნას, რომელიც ამერიკისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდება. ხვალ კი ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკაში ნევროლოგიც მივა. ადვოკატის ინფორმაციით, პროცესში ასევე ჩართულები არიან ცნობილი ქართველი ექიმები და ექსპერტები, რომელთა ვინაობა ამ დღეებში გახდება ცნობილი.