სააღდგომო მსახურება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში სააღდგომო წირვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც ეპისკოპოსებმა მალხაზ სონღულაშვილმა, ილია ოსეფაშვილმა და რუსუდან გოცირიძემ ჩაატარეს.

სადღესასწაულო წირვაზე წაიკითხეს წირვის პირველი ლოცვა, მრევლი და მწირველნი წარმოთქვამენ რწმენის დამოწმებას.

ლოცვებისა და ქადაგების შემდგომ გაიმართა სპექტაკლი. სადღესასწაულო წირვა ღია ცის ქვეშ ცისკრის წირვით დასრულდა.