სააღდგომო მესა ვატიკანში

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სააღდგომო მესა აღავლინა. სააღდგომო წირვას ვატიკანში ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ქადაგებისას პონტიფიკოსმა მრევლს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ცინიზმს და უარი თქვან სიმდიდრის ბრწყინვალების დევნაზე.

„ნუ დამარხავთ იმედს!“ – განაცხადა ფრანცისკემ მას შემდეგ, რაც აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ცუდად მიდის, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ სიკვდილი სიცოცხლეზე ძლიერია.

სააღდგომო წირვის დროს ფრანცისკემ რვა ადამიანი მონათლა, მათ შორის იყვნენ იტალიის, ალბანეთის, ეკვადორის, პერუს და ინდონეზიის მოქალაქეები.

დღეს რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე წირვის შემდეგ ტრადიციულ კურთხევას  – „ქალაქსა და მსოფლიოს” აღავლენს.

დატოვე კომენტარი