სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდში

15:12, 20.04.2025

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ზუგდიდში.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, სააღდგომო ლიტურგია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. ლიტურგიის დაწყებამდე, ტაძრის გარშემო ლიტანიობა  შესრულდა. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად, ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. სადღესასწაულო ლიტურგიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ზუგდიდის მსგავსად, სააღდგომო ლიტურგია, სამეგრელოს რეგიონის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.

მსგავსი