სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში

საზეიმო ღვთისმსახურება შესრულდა ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში.

ბაგრატის ტაძარში ლიტურგიას ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გაუძღვა. შესრულდა ლიტანობა. მოგვიანებით ტაძარში მრევლისთვის სანთლები დარიგდა, მეუფემ კი საკურთხევლიდან იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლი გამოაბრძანა და ხალხში გაავრცელა.