სააღდგომო ლიტურგია სამებაში

15:02, 20.04.2025

ქრისტიანული სამყარო დღეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

სააღდგომო ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. ღამის 12:00 საათზე ტაძრებში მყოფი მრევლი ტრადიციულად გარეთ გამოვიდა და მღვდელმსახურებთან ერთად ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს. მსახურების დასრულების შემდეგ იკურთხა მრევლის მიერ ეკლესიებში მიტანილი პასკები და წითელი კვერცხი. აღდგომის დღესასწაულთან ერთად მორწმუნეებისთვის დასრულდა 47-დღიანი მარხვა. ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მრევლს ყველა სახის საკვების მიღება შეეძლებათ. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

მსგავსი