სააღდგომო ლიტურგია რეგიონებში

აღდგომის დღესასწაული იზეიმეს საქართველოს რეგიონებში, ეპარქიების მღვდელმთავრებმა ლიტურგია   სასულიერო პირებთან ერთად აღავლინეს. ლიტანიობა, ჯვრით, ხატებითა და ბაირაღებით, გალობისა და ზარების რეკვის თანხლებით შესრულდა. ღვთისმსახურებისას გავრცელდა ტაძრებში წმინდა ცეცხლიც. წირვის დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს.