სააღდგომო ლიტურგია კათოლიკურ ეკლესიებში

15:16, 20.04.2025

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები.

დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა. თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ ტაძარში გამართულ სააღდგომო ლიტურგიას, ტრადიციულად ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს წინ 47-დღიანი მარხვა უძღვოდა.

მსგავსი