სააღდგომო ლიტურგია ფოთის საკათედრო ტაძარში
სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ფოთის საკათედრო ტაძარშიც. წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ტრადიციისამებრ, ლიტანიობისას სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი შეასრულეს.