სააღდგომო ლიტურგია ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში

აღდგომის დღესასაწაულს აღნიშნავს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.

შერიგების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურიგია ეპისკოპოსმა როლფ ბარაისმა აღავლინა. ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას საქართველოში ორი საუკუნის ისტორია აქვს და ის რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს. მათ შორის არის თბილისის შერიგების ეკლესია, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის, ბოლნისის, ბორჯომისა და სოხუმის სამრევლოები. ეკლესია 1000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.