სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ტაძრებში ზარების რეკვით შეხვდნენ. ტრადიციულად, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო ლიტურგიას კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უძღვებოდა. როგორც წესი, ღვთისმსახურება პატრიარქის ეპისტოლეთი დაიწყო. „ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა, მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, რწმენა და სასოება შემოქმედისა“,  – აღნიშნულია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში. მისი უწმინდესობა რწმენის სიმტკიცესთან ერთად, ყურადღებას უკრაინაში მიმდინარე ომის სისასტიკეზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მსოფლიო ომები, განსაკუთრებით, მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, დიდ გულისტკივილს იწვევს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე