სააფთიაქო ნარკომანია და დაკავებული მაღალჩინოსანი

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წაუყენეს. გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავებიან.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, თვალავაძე არ რეაგირებდა იმ კანონდარღვევებზე, რომლებიც თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქში ხდებოდა. საუბარია ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაცემაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი დღეს საკუთარი კაბინეტიდან აიყვანეს. ჯერ უცნობია, იყო თუ არა მინისტრი კორუფციული სქემის და მოსალოდნელი დაკავების შესახებ ინფორმირებული.

დავით სერგეენკოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.