ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3000 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც ამ ეტაპზე, ფუნდამენტის მოწყობა და ინერტული მასალების შეტანა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში 35 000 კვმ-ზე მიმდინარეობს თვითმფრინავების სადგომი ბაქნის მშენებლობის სამუშაოები. ასევე დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს VISA-ს ბიზნეს ლაუნჯით სარგებლობა შეეძლებათ.