რწმუნებათა სიგელების გადაცემა

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პირისპირ დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და პაველ ჰერჩინსკს შორის. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.