საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს, რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის: ისლანდიის, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის, ქუვეითის, პანამის რესპუბლიკის და ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ელჩებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.