სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. კონსტანტინე ქვაჩაკიძემ ქვეყნის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ცერემონიის შემდეგ, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
პარალელურად, საქმიანობას შეუდგა კოლუმბიაში საქართველოს ელჩიც. ზურაბ მჭედლიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტს. ამის შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრა და განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები.